ძვ.წთ.აღ VI საუკუნის განმავლობაში ბერძნენთა კოლონიზაციის პროცესი თანდათან შენელდა . გაძლიერებულმა ეტრუსკებმა , კართაგენმა, ეგვიპტემ და სპარსეთის იმპერიამ წერტილი დაუსვეს ბერძნულ კოლონიურ ექსპანსიას. ბერძნებმა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ახალშენი დააარსეს მაგალითად ფაზისი (ქ.ფოთის მახლობლად) , გიენოსი (ქ. ოჩამჩირესთან) , დიოსკურია (ქ.სოხუმთან) აგრეთვე ბერძნული დასახლებები იყო ქობულეთთანაც .
ბერძნებმა ახალშენები დააარსეს ასევე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (პანტიკაპეონი, ოლბია, ქერსონესი, და სხვა). ხშირად ბერძნები ადგილობრივ მოსახლეობას იპყრობდნენ , მაგრამ კოლხეთში ყველაფერი პირიქით მოხდა, მათ არა თუ ვერ შესძლეს კოლხებზე თავიანთი გავლენის მოხდენა, პირიქით ისინი მოექცნენ კოლხების გავლენის ქვეშ .
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნული ახალშენების გარდა არაერთი ქალაქი იყო . არქეოლოგებმა დღევანდელი ქალაქ ვანის , სოფელ დაბლაგომის და საირხეს ტერიტორიაზე გათხარეს იმდროინდელი ნაქალაქევები . ასევე კოლხეთის უძველესი ქალაქი იყო კუტაია ანუ დღევანდელი ქუთაისი . კოლხეთში ამ პერიოდში იჭრებოდა ფული რომელსაც მეცნიერებმა ”კოლხური თეთრი” შეარქვეს. საკმაოდ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი კოლხეთის პოლიტიკური ისტორიის , სახელმწიფოებრივი წყობილების და სოციალური ურთიერთობების შესახებ . უდავოა რომ ამ პერიოდში კოლხეთის სათავეში მეფე დგას რომლებიც ბერძნების ცნობებით ლეგენდარული აიეტის შთამომავლები იყვნენ . კოლხი წარჩინებულები მკვეთრად განსხვავდებოდნენ უფლებრივი და ქონებრივი მდგომარეობით ქვეყნის რიგითი მოსახლეობისაგან , ამას მოწმობს უხვი არქეოლოგიური მასალა , განსაკუთრებით სამარხისეული ინვენტარი . თუკი ერთ შემთხვევაში გვაქვს საზოგადოების რიგით წევრთა უაღრესად ღარიბი სამარხები , მწირი ინვენტარით , მეორე მხრივ გვხვდება ოქროს ინვენტარი და სხვა ძვირფასი ნივთები.
კოლხეთის სამეფო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც საბერძნეთან , ისე წინა აზიაში , სადაც გაბატონებული მდგომარობა ეკავათ მიდიელებსა და სპარსელებს . ჰეროდოტე ახასიათებს რა წინა აზიის პოლიტიკურ მდგომარეობას , აღნიშნავს :