ურთიერთობების მონოლოგი
მან მიმახვედრა, რომ შეჩვევას ცივი სუნი აქვს.
მან მიმახვედრა, რომ საკუთარ თავში რწმენა არსებობს.
მან მიმახვედრა, რომ ერთ დღეს შესაძლოა ყველაფერი გაქრეს.
მან მიმახვედრა, რომ ირეალური ცხოვრება არსებობს.
მან მიმახვედრა, რომ სიმშვიდის არეალი ოდესღაც ქრება.
მან მიმახვედრა, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს.
მან მიმახვედრა, რომ პირისპირ სიშორიდან აღმოვჩნდით.
მან მიმახვედრა, რომ ის სიმშვიდეს ატარებდა.
მან მიმახვედრა, რომ ცრემლით სავსე თვალები აყრუებს.
მან მიმახვედრა, რომ ამბიცია სტრიქონებზე დახტის.
მან მიმახვედრა, რომ ღამღამობით ვიღაცაზე წერდა
- ამოუცნობ, ცოცხალ ობიექტზე.
მან მიმახვედრა, რომ სინათლე იპოვნა,
მან მიმახვედრა, რომ იძულებული იყო გამქრალიყო.
მან მიმახვედრა, რომ მელანქოლია ცარიელ ლოგინიდან შედგებოდა.
მას მერე, ბევრმა საათმა და წუთმა გაიარა, რაც ის უხარისხოდ გაქრა, ალბათ დაგეგმილი ქონდა ყოველი წამი.