მამონას დახარბებულ კონსტანტინეპოლის ეკლესიას, ერთ დროს უფლის მიერ მონიჭებული მადლი დიდი ხანია დაკარგული აქვს.
ჯერ ხატმებრძოობა მოედო დიოფიზიტურ სამყაროს, მერე მორიგი დაპირისპირება ქრისტეს „მოადგილე“ პაპთან და ეკლესიური ერთობის მოშლა, შემდეგ ჯვაროსნულ-ავაზაკური თარეში, ბოლოს კი თურქი ოსმალები და ასე მადლდაკარგული დარჩება მანამ, ვიდრე არ აღადგენს იმას, რაც ერთხელ ებოძა უფლისაგან. თუ არადა, ისლამის მიმდევარ თურქ-ოსმალთა სახელმწიფოსთვის, პოლიქრონიონის მქადაგებლად და მღაღადებლად დარჩება სამარადჟამოდ, ვიდრე მეორედ მოსვლამდის.