დღეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში და მინდა ეს სიხარული თქვენც გაგიზიაროთ ჩემო მეგობრებო.დღეს ოფიციალურად მოვაწერე ხელი კონტრაქტს სადაც 15 და 17 ივლისს Teatro dall opera di Roma ში ვიმღერებ ჯ.როსინის "სევილიელ დალაქში" ბაზილიოს პარტიას (ბავშვებისათვის) და ასევე 23 და 25 სექტემბერს ამევე როლს შევასრულებ Teatro Massimo di Palermo ში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდში მედგა,განსაკუთრებით ჩემს ოჯახს!!!!!
გკოცნით,
პატივისცემით თქვენი კაკო