საბალეტო დასის საგასტროლო გრაფიკის გამო (დეკემბრის მეორე ნახევარში ესპანეთში გასტროლია დაგეგმილი) თბილისელი მაყურებლისთვის "მაკნატუნას" საახალწლო წარმოდგენების გამართვა ვერ მოხერხდება. ამიტომ, გადავწყვიტეთ 2015 წლის ბოლო სპექტაკლის პროგრამა საზეიმო და საახალწლო განწყობილებით იყოს შედგენილი.
გიწვევთ 13 დეკემბერს, 15 საათზე, გრიბოედოვის სახელობის თეატრში საახალწლო საბალეტო საღამოზე. პროგრამაშია ბალანჩინის უკვდავი "სერენადა", სულ ახლახან სეზონის გახსნაზე წარმოდგენილი "ვარდის აჩრდილი" და "მაკნატუნა" (სუიტა). ბილეთები მალე გაიყიდება biletebi.ge -ზე და გრიბოედოვის თეატრის სალაროში