მსოფლიო 2016 წელს, უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავს აღნიშნავს!
ბრიტანეთის საბჭო და კამპანია GREAT ახორციელებენ უილიამ შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გლობალურ პროგრამას. ბრიტანეთის საბჭო თანამშრომლობს ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია VSO-სთან, ისინი ერთად შექსპირისადმი მიძღვნილი ამ პროგრამის საშუალებით აპირებენ მოიძიონ ფონდები VSO-ს საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშესაწყობად. VSO-ს მოხალისეები მთელს მსოფლიოში ეხმარებიან უღარიბეს ადამიანებს განათლების მიღებაში და ამით მათთვის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში. ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, რაც სიღატაკისგან თავის დაღწევის პირდაპირი გზაა. სამწუხაროდ 250 მილიონ ბავშვს მთელს მსოფლიოში არ შეუძლია წერა-კითხვა. ერთად ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ამ ბავშვებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, რომ მიიღონ განათლება.
levan wuladze