აღარ თავდება ჩვენთან ტრაგედიები.
დავკარგეთ ნიჭიერი, თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა, რომელმაც თავისი საიტით გააერთიანა მსოფლიო ბალეტის პროფესიონალები და ბალეტის მოყვარულები. პატიოსანი, ერთგული, თავმდაბალი, ჭკვიანი, განათლებული, ყოველთვის მზადმყოფი დახმარებისთვის... მე ვგლოვობ, რომ ასეთი ადამიანი დააკლდა თეატრს და მთლიანად საქართველოს. ყოველთვის მემახსოვრება გუგას სიცილი, როდესაც ფუჭად ცდილობდა ჩემთვის ახალი ტექნიკის მოხმარება ესწავლა.ოჯახის წევრივით ახლო და საყვარელი ადამიანი დავკარგე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დასებიდან ვიღებ სამძიმარს.
ნათელში გამყოფოს ღმერთმა, გუგა!"
ნინო ანანიაშვილი