- მომასმენინებ შენს გულისცემას?... - ალბათ ათასჯერ...
- დღეს მინდა შენი სუნთქვა რომ მეცვას...
- ცისკარს გადარებ...
- მე მოვალ ისე, როგორც სხვები ვერ მოვლენ შენში... - მე ხელებს გავშლი... - არ გეშინია, რომ
გითხრა, რომ მოვალ და შეგშლი?... - არ... ქრისტეა ჩვენში... - მაშ, სიყვარული?..
- შენი უპედან დაცვენილ ცრემლებს ვინახავ ხელში...
- ცისკრის გალობას მოყოლილი ხსნა-სინანული ჩემს ხელის გულებს შეერია, და უკვე ვერც ვშლი...
/გვანცა ჯობავა/