აქ კრპალეკი ახსენეს. კრპალეკი ძალიან კარგია და კიდეც დაამტკიცა ოლიმპიური ჩემპიონობით, მაგრამ შარშანდელი სეზონი ჩააგდო და წელსაც ასე თუ ისე, არადამაჯერებლად დაიწყო. ოლიმპიადაზე ნამდვილი ძალა მხოლოდ ნახევარფინალში გამოავლინა, დასაწყისში ფონსეკამ კინაღამ მოუგო, მერე 2 ბრძოლაში ილეთი არ გაუკეთებია, შიდოებით მოიგო...
ამასთან შედარებით, ონოს შარშან არცერთი შეხვედრა არ წაუგია, სადაც იჭიდავა. იგივენაირად, წელსაც დამაჯერებლად გამოვიდა დიუსელდორფში და ოლიმპიადაზეც უკვე უძლევლის რანგი ჰქონდა. 5 შეხვედრიდან ერთადერთი ლაშას მოუგო ვაზარით, დანარჩენი იპონებით დაამთავრა. ასე რომ, ოლიმპიადაზე მოჭიდავეებიდან ონო ნამდვილად საუკეთესოა, ჩემი აზრით. რინერზე უკეთესიც, იმიტომ, რომ ჭიდაობს, მისგან განსხვავებით smile emoticon