გიორგი კანდელაკის წარმოსახვა"- თავი მეშვიდე "ოცნების სამყარო " გიორგიმ მოიპოვა 1997 წ.მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ისევ იგრძნო თავი ყოვლისშემძლედ ! წარმოიდგენს,რომ გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში და ამერიკაში ,იქ მოაგროვებს ფულს,მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს კრივის რომელიმე მთავარი WBC,WBA,IBF,WBO - ერთი ვერსიით ! ერთდროულად მოიპოვებს ამ ოთხ ვერსიიდან,სამ ვერსიაში,სამ მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს და დაშვებული წესით ,დაიმსახურებს აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ! მოძებნის მენეჯერს,ახალ მწვრთნელს და 1998 წ.დასაწყისში გაემგზავრება ოცნების სამყაროში.მას არ აწუხებდა მისი პირველი მწვრთნელის ავთანდილ შოშიაშვილის აზრი ,არც მწვრთნელების როლანდ კვაჭაძის,ზურაბ გუნიას აზრი ! ისინი დარჩნენ წარსულში იმიტომ, რომ შეასრულეს მისი აზრით მაქსიმუმი ! დანარჩენს შესძლებს თვითონ, ახალ მწვრთნელთან ერთად.მაგრამ მალე დარწმუნდება,რომ იქ აფასებენ მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს და აღნიშნულ ვერსიების მსოფლიო ჩემპიონებს ! მხოლოდ ამ მოკრივეების ბრძოლების დროს ივსება დარბაზი და გროვდება ფული ! გიორგიმ კი მანდ ასპარეზობდა და ღებულობდა ტრავმებს ცარიელ დარბაზებში ! მოიფიქრებს და1999 წ. აგვისტოში ბათუმში ჩამოიყვანს აშშ-დან მოკრივეს კ.ოდუმს, ცნობილს იმით,რომ თერთმეტი წლის წინ 1988 წ.21.05 იასპარეზა მაიკ ტაისონის მოგვარესთან ! ამ ვითომც მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქის და გიორგის ბრძოლის სანახავად,მოვიდა იმდენი ხალხი,მოგროვდა იმდენი ფული,რაც გიორგის საზღვარგარეთ სიზმარშიც არ უნახია ! როდესაც გიორგიმ ლონდონში ბრძოლების დროს მიიღებს თვალის დაზიანებას და მიხვდება,რომ დიდი ჩემპიონი მისგან ვერ გამოვა ! ის დაბრუნდება საქართველოში და მოაწყობს სპექტაკლების სერიას ! ინტერნეტში ადვილია შემოწმება,რას წარმოადგენდა მისი 24 მეტოქე ,რამდენჯერ იმყოფებოდნენ ნოკაუტში,მასთან ბრძოლამდე ! შტატგარეშე" მსოფლიოს ჩემპიონის" ქამარი WBU-ს ვერსიით,რომელიც ბლატით 9 თვით გიორგიმ მოიპოვა სანქტ-პეტერბურგში,მსოფლიო კრივის რეიტინგში 8-ე ადგილზეა ,2002 წ.იყო ვაკანტური და რუსების გარდა არავის არ სჭირდებოდა ! ს. დავლიანიძე 28 07.11 წ.