დოდო: შარშან შუშას დაეჯახა და მკლავი გაიჭრა. კიდევ კარგი, მყესები არ დაიზიანა.
ნატა: თავისი ასაკისთვის შეუფერებელი მისწრაფებები აქვს, ყველაფერი აინტერესებს. 3 წლიდან დაიწყო კითხვა. ასოები მასწავლეო, მეუბნებოდა. 4 წლის იყო, 1000–მდე რომ ითვლიდა. ქართულად კითხვა რომ ისწავლა, ინგლისური ასოების სწავლა მომთხოვა. ძალიან ცნობისმოყვარეა. ახლაც, ბავშვებთან ერთად თამაშს ურჩევნია, ისწავლოს. არც აქვს თამაშის დრო.