არა, ეს რამე განსაკუთრებულად არ მტვირთავს. იცით, ძალიან ღრმად მაქვს გამჯდარი, რომ ამ მომენტისთვის პირველი ვარ მსოფლიო რეიტინგში, მიჩვეული ვარ ამ აზრს და იმასაც შევეგუე, რომ გულშემატკივრები ჩემგან ყოველთვის ბევრს ელიან. პატიოსნად გეუბნებით, ეს საერთოდ არაფერში არ მიშლის ხელს. ერთადერთი, რის გამოც ცოტას ვნერვიულობ და განვიცდი, ისაა, რომ ქომაგები არ გავაწბილო.