ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდნენ ძვ.წთ.აღ XIII საუკუნიდან , როდესაც მათგან სამხრეთით განადგურდა ორი უძველესი სახელმწიფო - ხეთების იმპერია და მითანის სამეფო . ხეთების სამეფო გაანადგურეს ეგეოსის ზღვიდან შემოიჭრილმა ე.წ ”ზღვის ხალხმა” , რის შედეგადაც ხეთების აღმოსავლეთით დამკვიდრდნენ მუშქები - მესხების ქართველური ტომების წინაპრები . მითანის სამეფო კი ასურეთმა გაანადგურა . მისმა ძლევამოსილმა მეფემ ტიგდათფილეს I-მა ძვ.წთ.აღ 1112 წ. დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით , ქართველ ტომთა გაერთიანების დაეანის წინააღმდეგ . ურარტუულ წყარეოებში ამ სახელმწიფოს დიაუხს უწოდებდნენ. ასურეთის მეფის ტიგდათფილესე I-ის ჩრდილოეთით ლაშქრობისას მას დაუპირისპირდა დიაუხის მეფე სიენი, რომელსაც ეხმარებოდა 23 ”მეფის” ლაშქარი. ასურეთის მეფემ გაიმარჯვა , დამარცხებული მეფე სიენი დატყვევებული წაიყვანა დედაქალაქ აშურაში და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა. ასურული წყაროები მოგვითხრობს ტიგდათფილესის ლაშქრობას დიაოხზე :