ხდება ხოლმე.
გამოერევიან ნათელი დღეები.
აგავსებენ. გაგანათებენ. მოგმადლიან.
და ჰომ.
გინდება, ადგე და ხმამაღლა იცინო.
ისეთი სიცილით, საყვარელ ადამიანს რომ უყვარდა მოსმენა.
ჰომ. და.
ადგე და ცხრა მთას.
ცხრა ზღვას გასძახო.
- ეჰჰჰეიი..
ცხრა მთისა და ცხრა ზღვის ექომაც გამოგძახოს
- ეჰჰჰეიი..
ჰეი..
ჰეი..
ჰეი..
შენ კი, ხმა აიმაღლო. მხრები აიმაღლო. თავი უკან გადაწიო და ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით გაიძახო
- მე ყველაზე ლამაზი გოგო ვარ დედამიწაზე.
და ექომაც არ დააყოვნოს
- ... - მეთქი
ჰომ.
ხდება ხოლმე.
გამოერევიან ნათელი დღეები.
სიხარულიანი დღეები.