შეხვედრისას ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა ის გამოწვევები და სამწუხარო რეალობა, რომელთა წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად დგას. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, მათ შორის, აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა და ყირიმის ანექსიაზე ისაუბრა.