ურარტუს მეფეებმა დიაოხს სამხრეთი ნაწილი წაართვეს და თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად იქ ციხესიმაგრე ააგეს. ურარტუს შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი . ხოლო მის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა , დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა სახემწიფოებრივმა გაერთიანებამ - კოლხამ . ძვ.წთ.აღ VIII საუკუნეში დიაოხმა შეწყვიტა არსებობა . მისი ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ურარტუელებმა დაიკავეს , ხოლო ჩრდილოეთი მხარე კოლხას შემადგენლობაში შევიდა.