რა შეიძლება თქვა სევდაზე...
ორი სიტყვით ვერაფერს იტყვი და დანარჩენი ხმაურია.
რა შეიძლება თქვა, ზამთარივით სახლში გამოკეტილი ადამიანის მსგავს სულის მდგომარეობაზე, თბილი ოთახის ფანჯრიდან რომ უყურებს თოვას. მიზეზს ვერ პოულობ ვერც ამ და ვერც სხვა განწყობისთვის. როცა საერთოდ არ გაკლია და მაინც გაკლია ადამიანი. ძალიან გაკლია.