უპირველესი და ყველაზე მთავარი ფაქტორი არის მწვრთნელების ფაქტორი. ადრე აქ ვიღაცამ დაწერა იაპონიაში რომ დადიან ჩვენები შეკრებებზე ამით იაპონელები უფრო სარგებლობენ ვიდრე ჩვენებიო და მეც უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში. არ შეიძლება ჭრიკიშვილს არ დაეხმარო და მხოლოდ იმის იმედზე იყო რომ თავისით მოუგებს ნაგასეს. ასე არ ხდება და ბოლო შეხვედრებში დავრწმუნდით ამაში. ყველა შეხვედრა სათავისოდ მიყავს ნაგასეს. თითქოს წინასწარ იცის ავთო რასაც აპირებს და არაფრის საშუალებას არ აძლევს. რამე სიახლე აუცილებლად უნდა შევთავაზოთ და ეს მემგონი მწვრთნელების კომპეტენციაა. მეორეა ფსიქოლოგიური მომზადება. ამ მხრივ უკლებლივ ყველას უჭირს და რა გახდა ამის მოგვარება ვერ ვხვდები. ერთი ლიპო ქაჩავს თავისი ინტელექტის ხარჯზე და ლაშა ფიზიკის და ჟილკის. დანარჩენებს ბოლოსკენ სულ უჭირთ. და ბოლოს, რატომ არავინ ფიქრობს რომ ბექასაც ასწავლონ ცოტა პრაგმატიზმი და ტაქტიკური ჭიდაობა. ამასაც თუ შეუთავსებს ფაქტიურად დაუმარცხებელი შეუძლია გახდეს. ბიჭს შეხვედრა არ მოუგია ჯერ შიდოებით როცა რიგი ძიუდოისტები მთლიანად შიდოებზე აწყობენ ბრძოლას და შედეგსაც დებენ. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც გამოცდილი ტაქტიკოსი რომელიც არ მიუშვებს ახლოს და მერე ვიცეთ თავში ხელები ასეთი ტალანტი რომ უმედლოდ დაგვრჩება. რავი, ეს არის ჩემი აზრი