როგორ მაშინებს ეპითეტები 'გენიალური', 'უნიჭიერესი', 'უძლიერესი' 'აღმოჩენა', ' საოცრება'. როგორ მაშინებს შეძახილები ' ბრავო ' 'ტაში' და მისთ. როგორ მაღიზიანებს ადრესატების შეფერებულობა. როგორ მაფრთხობს ამ ეპითეტების აქეთ-იქეთ მსუბუქად დამრიგებელი ადამიანები.
ზოგჯერ მგონია, რომ უკვე ამ შეფასებების მოლოდინის გამო იწერება ყველა ნააზრევი. რომ ყოველგვარი გააზრების გარეშე რიგდება ზე აღმატებული შექებები.
რომ ეს უკვე შენიღბული 'გაძლევ,რათა შენ მომცე' ბილიკ გადებული სისტემა გახდა. და ზოგჯერ როგორ მეშინია ხოლმე, არ გავხდე სასაცილო, არ გავხდე თვითკმაყოფილი მსუყე იდიოტი, ცხვირაწეული რომ მიდის და პერიოდულად მხრებიდან წარმოსახვით მტვერს იბერტყავს დაღლილი მოძრაობით.
არა და რა მარტივია - შეგაწუხა და -დაწერე. ვიღაცამ წაიკითხა, საკუთარი იცნო და - გაუხარდა, რომ არცერთი ტკივილი და მარტოობა არაა ერთადერთი.
მიჩვევადია და მოსათვინიერებელი.
რა საჭიროა მსაჯის როლში შეჭრები. რა საჭიროა მკერდზე მედლების მოლოდინი და ცერემონია.