წვიმს და იწვიმოს არაფერია,
მტკივა და იყოს, დაე მტკიოდეს...
წვიმდეს და სევდა, როგორც ეს წვიმა
სახურავებზე გადადიოდეს...
წვიმს, ნესტიანი სულის კედლები,
ათას მეერთედ უსმენენ მოცარტს,
ვერცერთ ნასახლარს ვერ შეედრები
შენ ჩემო თავო, მარტო ხარ როცა...
/ანა ლაშხელი/