„საქართველო ნამდვილად არის ქვეყანა, რომელიც სწრაფად ავითარებს ეკონომიკას. ეს ჩვენს მთავარ ეროვნულ მიზანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ მივესალმებით უცხოელი ბიზნესმენების ჩამოსვლას ჩვენს ქვეყანაში, არამედ ვავითარებთ კანონმდებლობას, ინფრასტრუქტურასა და პროცედურებს ბიზნესის კეთებისთვის. ჩვენ ყოველთვის გამოვდიოდით არა მარტო საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მოწოდებით, რომელიც ისედაც ყველაზე ლიბერალურია, არამედ მიგვაჩნია, რომ შესაძლებლობები მთელი რეგიონის მასშტაბით უნდა გაიზარდოს. ჩვენ სწარფად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას - გზებს, მაგისტრალებსა და პორტებს. მოხარული ვარ, რომ იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან ამ პროექტებში მონაწილეობით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.