თაგუნა — კომპიუტერთან მუშაობის დროს ეკრანზე გამოისახება მოციმციმე ვერტიკალური ხარ-კურსორი. კურსორი ეკრანზე გვიჩვენებს სიმბოლოს შეტანის ადგილს. მომხმარებელს შეუძლია გადაადგილოს კურსორი სასურველი მიმართულებით კლავიატურაზე არსებული ისრების აღმნიშვნელი ღილაკების მეშვეობით. კურსორის გამოყენება, განსაკუთრებით გრაფიკულ ინფორმაციასთან მუშაობისას მოუხერხებელია. კურსორის ნაცვლად გამოიყენება მანიპულატორი. ფართო გავრცელება პოვა მანიპულატორებმა სახელწოდებით „თაგვი“(ინგლ. Mouse) და „ტრეკბოლი“.