40 დღე გავიდა გუგას (გიორგი მშვენიერაძის) გარდაცვალებიდან. კიდევ ერთხელ გვინდა გავიხსენოთ ჩვენი მეგობარი, რომლის ტრაგიკული გარდაცვალება დიდი ტკივილია ჩვენი დასისთვის, მისი მეგობრებისთვის. გუგა სულ პატარა გვახსოვს იმ ადამიანებს, უფროს თაობას, რომელიც თეატრში დახვდა მას. ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვებ საღამოზე გამორჩეული იყო მისი „ლურჯი ფრინველის“ ვარიაცია ბალეტიდან „მძინარე მზეთუნახავი“. თუმცა მას, ჯერ კიდევ სასწავლებლის მოსწავლეს, პირველი როლი პროკოფიევის ბალეტში მისცეს. „რომეო და ჯულიეტაში“ გუგა ბენვოლიოს ცეკვავდა, რომეოს ერთგულ მეგობარს. გუგა ცხოვრებაშიც ასეთი იყო - ერთგული და სანდო მეგობარი.