როგორ არა, შეიძლება. აი, მაგალითად, მე და საბერძნეთის მოჭიდავე რომან მუსტოპულოსი (ქართველი ძიუდოისტის, გიორგი რევაზიშვილის ვაჟი, — ავტ.) ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ხალიჩაზე ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს. მეც ხშირად დამიმარცხებია ის და მასაც ბევრჯერ მოუგია ჩემთვის. არაფერს ვუთმობთ ერთმანეთს. ის კი არა, გაორმაგებული გააფთრებითაც ვიბრძვით. ხან ისეთი შერკინებები გამოგვდის, რომ თავად ვღებულობთ სიამოვნებას. ასეც უნდა იყოს. ჩვენ სპორტსმენები და ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ მეგობრებად ვრჩებით. ორივემ ვიცით, რა შრომის ფასად მოდის გამარჯვება და პატივს ვცემთ ერთმანეთს.