ისევ მოდის შემოდგომის პირველი თვე,
სექტემბრის სვლამ გააყვითლა ფოთლები,
შენს მოლოდინს მინდა შევხვდე სადღაც - იქვე,
სადაც გრძნობებს დაუკრავენ ნოტები...
ახლა არ თქვა, რომ შეხვედრის აღარ გჯერა...
მტირალ ტირიფს გაუშრება ტოტები,
ჩემს სიყვარულს შეუყვარდა შენი ბგერა,
დაგიძახებ... და ვფიცავარ მორჩები.
მერე, ცამდე აგიტაცებს ჩემი მზერა,
და გპირდები... დიდხანს აღარ მოვკვდები,
როცა წავალ... დაიტოვე ერთი რწმენა,
მე შენ სულში სამუდამოდ მოვხვდები...
/ შალვა ლონდარიძე /