რესტორანი ”Samurai” - ეს ნამდვილი სუში-ბარია თბილისის შუაგულში. მასში იაპონიის საუკუნეობრივი ტრადიციებია თავმოყრილი. უკანასკნელ წლებში იაპონურმა სამზარეულომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა აზიური სამზარეულოს თაყვანისმცემელთა შორის.
ამგვარი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დაბალანსებული თუ ნატურალური პროდუქტებით კვებისაკენ სწრაფვა. რესტორან ”Samurai”-ს შეფ-მზარეულმა მოგიმზადათ იაპონური კერძების, სუშისა და რულეტის ფართო ასორტიმენტი, რომელიც თავის თავში სარგებლიანობას, დახვეწილობასა და უბრალოებას აერთიანებს. გარდა ამისა, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დატკბეთ განუმეორებელი იაპონური პიცით.
თქვენ ასევე სიამოვნებას მოგგვრით დაწესებულებაში მსუფევი კეთილგანწყობა და მომსახურეობის კომფორტულობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. ტრადიციული იაპონური ტანისამოსი ამძაფრებს იმის შეგრძნებას, რომ თქვენ ნამდვილად იაპონიის ერთ-ერთ სუში-ბარში იმყოფებით. სუში-ბარ ”Samurai” ინტერიერი ქმნის იაპონიის მინიმალისტურ სტილს, რომელშიც კომფორტი და სინატიფე მეფობს.
მუსიკალური თანხლება თქვენ მთლიანი მოდუნებისა და დახვეწილი სამზარეულოთი დატკბობის საშუალებას მოგცემთ.
ეს - არაჩვეულებრივი ადგილია მეგობრებთან შესახვედრად ან თქვენს მეორე ნახევართან საღამოს გასატარებლად.
სტატიები რესტორან