დათუნა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ის და მისი დედა, პროფესიით ქიმიკოსი ნატა აბრამიშვილი, ოროთახიან ბინაში ცხოვრობენ. ბიჭუნა ერთი წლის იყო, მისი ავტოინჟინერი მამა ამერიკაში რომ გაემგზავრა სამუშაოდ, მაგრამ შვილს მატერიალურად მაინცდამაინც ვერ ეხმარება. დათუნა კონკურსებზე თავისი ჰონორარითა და ლომბარდში დედის სამკაულების ჩაბარებით აღებული ფულით მიემგზავრება ხოლმე. დათუნას მასწავლებელმა, დამსახურებულმა პედაგოგმა, დოდო ცინცაძემ, პატარა პიანისტისთვის დახმარების თხოვნით კულტურის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.