რაღა უნდა ვთქვა.
ან რაღა უნდა ვწერო.
ვდგავარ და ერთიანად ვკანკალებ.
ვდგავარ და მეათასედ ვუმეორებ
საკუთარ თავს,
რომ
ჩვენ სასწაულად ვგავართ ერთმანეთს.
მე მშიშარა ვარ.
შენ ჩემზე მეტად.
მე მჭირდება მხრები,
რომლებიც შემიფარებს.
შენც...
აქ ფიქრი მიწყდება
და უფრო მეტად ვკანკალებ .
მეშინია, იმის რაც უკვე გავიფიქრე.
და იმ ფიქრისაც გონებაში რომ დაიბადა
და არ ვთქვი.