მაშუ ბეიკერი თავისი ამერიკული წარმომავლობის გამო სკოლაში ხშირად იყო დამცირების ობიექტი. კოლეჯში, პირველ წელს მას დედის მიერ ნაჩუქარი ჩანთა წაართვეს, რის გამოც მან გადაწყვიტა ძიუდოთი დაკავებულიყო.
ოლიმპიური ოქროს მედალი, მან სწორედ დედას მიუძღვნა, რომელიც მისი თქმით დღედაღამ მუშაობდა, მუდმივად სპორტულ წიგნებს ყიდულობდა და ყოველთვის გვერდში ედგა მიზნის მიღწევაში.