ჩვენი დასის ყოფილ სოლიტს მიხეილ მენაბდეს, რომელმაც კიევის კონსერვატორია დაამთავრა, 9 ნოემბერს მიქელაძის სახლობის მუსიკალურ ცენტრში პირველი კონცერტი აქვს თბილისში. იგი სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს. პროგრამაშია: ჩაიკოვსკი, უვერტიურა-ფანტაზია „რომეო და ჯულიეტა“, შოსტაკოვიჩი, სიუიტა კინოფილმიდან „ჰამლეტი“ და რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი, როემლსაც მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტი ანა ყიფიანი დაუკრავს. დასაწყისი 19.30 საათზე
მიქელაძის ცენტრი
დავით აღმაშენებლის გამზ. 127
ტელ.: +995 32 2915504, 2915505
ბილეთები იყიდება მიქელაძის ცენტრის სალაროში
ბილეთის ფასი: 10, 15 ლარი